სოზარ სუბარი: ერთ მხარეს დავაყენოთ მოღალატე და კრიმინალი, მეორე მხარეს კი ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნის საკეთილდღეოდ, არის არაკეთილსინდისიერი

Read Time:1 Minute, 34 Second

ერთ მხარეს დავაყენოთ მტერი, მოღალატე, კრიმინალი და მეორე მხარეს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნის საკეთილდღეოდ, არის არაკეთილსინდისიერი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად მოუწოდებს საქართველოში დესტაბილიზაციისკენ, არეულობისა და აჯანყებებისკენ. მან საქართველოში დაამკვიდრა ელიტური, სისტემური კორუფცია, სისტემური წამება და არ მეგულება მსოფლიოში მაგალითი, რომ სისტემური წამების დამმკვიდრებელი ადამიანები პოლიტიკაში რჩებოდნენ. მან დაამკვიდრა საქართველოში ლინჩის წესით ანგარიშსწორება მართლმსაჯულების გვერდის ავლით – ქუჩაში დახვრეტები, მოტაცებები იმ ადამიანების, რომლებიც არ მოსწონდათ, მათი ცემა, მკვლელობა, გირგვლიანის საქმე, ვალერი გელაშვილის, კობა დავითაშვილის საქმეზე განაჩენის არის დამდგარი კონკრეტულად სააკაშვილის მიმართ. არაერთ საქმეზე მის მიმართ განაჩენი დამდგარია სტრასბურგის სასამართლოში. ამ ადამიანმა დაამკვიდრა ბიზნესის ტერორი და სისტემური ხასიათი მისცა ბიზნესის ტერორს, რომელმაც დაამკვიდრა მედიატერორი – „იმედი“, „იბერია“ – მკაფიო მაგალითებია, როდესაც ავტომატებით გადაცხრილეს ტელევიზიები და ჟურნალისტებს სცემეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, მეორე მხარეს დგას ადამიანი, რომელმაც საქართველოში შემქნა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის პრეცედენტი, მშვიდობიანად აიძულა სააკაშვილი, დაეთმო ხელისუფლება, რასაც ის არ აპირებდა და რაც აღიარეს რამდენიმე დღის წინ ამერიკის სენატის წევრებმა.

„ამ ადამიანმა შექმნა დემოკრატიული სისტემა ქვეყანაში, გაათავისუფლა ბიზნესი და მედია ტერორისგან და შემქნა თავისუფალი მედიაგარემო. მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საქართველომ მიაღწია ევროპასთან ასოცირებას. ბოლოს ეს ადამიანი გავიდა, დაგვიტოვა მემკვიდრეობა – ეს არის მართლა თავისუფალი პოლიტიკური დემოკრატიული გარემო და მისი მეორე მემკვიდრეობა არის, რომ მთელი მისი ქონება მოახმარა ქვეყანას და დაუტოვა ქვეყანას. აღარ ვამბობ იმას, რაც აქვს გაკეთებული ქართული კულტურისთვის. დღეს რომ ეს ორი ადამიანი დავაყენოთ ერთმანეთის საპირწონედ – ეს არის არასწორი – ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნისთვის, და ადამიანი, რომელმაც გაყიდა ეს ქვეყანა. გაყიდვის მაგალითი არის, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისმა გუნდა ხელი მოაწერა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება. ამის შემდეგ სააკაშვილი იძლეოდა ინტერვიუებს, რომ საქართველოს არაფერი დაუკარგავს რამდენიმე ქვაღორღიანი ადგილის გარდა. დავაყენოთ ერთ ადგილზე მტერი, მოღალატე, კრიმინალი და მეორე მხარეს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნის საკეთილდღეოდ, ეს არის არაკეთილსინდისიერი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მანამდე ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ეფექტური იქნება, თუ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი მიიღებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: ივანიშვილი პოლიტიკას ჩამოცილებულია, სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართვა კი მიუღებელია
Next post მამუკა მდინარაძე: სენატში გამართულ შეხვედრებზე „ნაცმოძრაობის“ სამ ცრუ ნარატივს გაეცა პასუხი