საქართველოს დამსახურებული არტისტი, ნუგზარ შარია გარდაიცვალა

Read Time:33 Second

მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ნუგზარ შარია გარდაიცვალა.

 ამის შესახებ ინფორმაციას „შემოქმედებითი კავშირი-საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ ავრცელებს.

„შემოქმედებითი კავშირი-საქართველოს თეატრალური საზოგადოება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა, ერთ დროს ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია.

მსახიობი ნუგზარ შარია 1941 წლის 19 თებერვალს დაიბადა . ნუგზარ შარიამ, როგორც მსახიობმა, არაერთი კინოროლით დაგვამახსოვრა თავი: „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“…1970 წელს ნუგზარ შარია კუბაში გაემგზავრა ტურისტად  და სსრკ-ში აღარ დაბრუნდა, შემდეგ პარიზში პოლიტიკურ თავშესაფარი ითხოვა და მალე რადიო  „თავისუფლების” პარიზის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. 1971 წელს იგი ნიუ-იორკში გაემგზავრა და „ამერიკის ხმაში” გააგრძელა მუშაობა, პარალელურად ლექციებს კითხულობს კინორეჟისურაში ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით სერგეენკო სააკაშვილზე: პაციენტის კლინიკურ მართვას განსაზღვრავენ ექიმები და არა პოლიტიკოსები
Next post რომან გოცირიძე მიხეილ ჩხენკელს: არ არის გამორიცხული, მე თქვენ სიზმრების მინისტრი გიწოდოთ