სალომე სამადაშვილი: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ერთიანობას შეინარჩუნებს

Read Time:1 Minute, 4 Second

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია შეინარჩუნებს ერთიანობას ამ პროცესში და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს, რომელსაც ხელს ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი მოაწერს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ის დოკუმენტი, რომელიც შესაძლოა, დღეს გაფორმდეს, არის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელმაც ქვეყნის განვითარების გზა უნდა განსაზღვროს.

„სრულიად ვიზიარებ ბატონი დანიელსონის მოსაზრებას, რომ თუ შეთანხმება შედგა, გამარჯვებული იქნება არა რომელიმე მხარე, არამედ ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც სურს ცხოვრება იმ ქვეყანაში, სადაც მის არჩევანს აქვს შესაბამისი შედეგი საარჩევნო პროცესში. ამ ხელშეკრულების ჩავარდნა დააზიანებს საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესებს და იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ ამას აცნობიერებს და შესაბამისი განწყობით მოვიდა. გუშინ დავინახეთ, რომ საკმაოდ შორს არის ერთმანეთისგან მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პოზიციები და სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, მედიატორმა მიიღო გადაწყვეტილება წარუდგინოს მხარეებს საკუთარი ხედვა, როგორ ესახება ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი.

ვფიქრობ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ მედიატორის მიერ შემოთავაზებული შესაბამისი ხედვა, თუმცა ცხადია, ამ შეთანხმებას მოვიაზრებთ, როგორც ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ, და ცხადია, ვერ დავთანხმდებით ვერანაირ პირობას, რომელიც ქვეყანაში განამტკიცებს ერთპარტიულ ერთპიროვნულ მმართველობას. ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია შეთანხმების ყველა პუნქტი და მედიატორის მიერ წარმოდგენილი ხედვა ყველა იმ პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც არის მიშელის გეგმაში დაფიქსირებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია შეინარჩუნებს ერთიანობას ამ პროცესში და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს, რომელსაც შეუძლია ხელი მოაწეროს ოპოზიციის ყველა წარმომადგენელმა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხათუნა სამნიძე: მედიატორის დოკუმენტით არცერთი მხარე 100%-ით არ მიიღებს იმას, რასაც ითხოვდა
Next post ნათია თურნავა: პოსტპანდემიურ ვითარებაში სწორედ კერძო ბიზნესმა, კერძო ინვესტორმა უნდა იტვირთოს ეკონომიკის გაჯანსაღების ლოკომოტივის როლი