ხათუნა სამნიძე: მედიატორის დოკუმენტით არცერთი მხარე 100%-ით არ მიიღებს იმას, რასაც ითხოვდა

Read Time:20 Second

მედიატორი მოამზადებს დოკუმენტს, როგორც კრისტიან დანიელსონმა თქვა, არცერთი მხარე არ მიიღებს 100%-ით იმას, რასაც ითხოვდა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ყველა მხარეს მოუწევს, რომ კომპრომისს დათანხმდეს, თუ ისინი წინ აყენებენ ქვეყნის ინტერესს, ამის შესახებ დანიელსონმა გვითხრა. ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან, რომ მიუხედავად ასეთი დაპირისპირებისა, ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდებიან“, – განაცხადა სამნიძემ.

დღეს კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში შეხვდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგა ბოკერია: გვაქვს მოქნილი, მაგრამ პრინციპული პოზიცია
Next post სალომე სამადაშვილი: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ერთიანობას შეინარჩუნებს