სალომე ზურაბიშვილი: საქართველო არასდროს შეწყვეტს ნატოსკენ სწრაფვას, ყოველთვის იქნება საკუთარი ვალდებულებების კეთილსინდისიერი შემსრულებელი

Read Time:29 Second

საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სამშვიდობო მისია დასრულებულია. 17 წლის განმავლობაში, სულ მცირე, 22 ათასი ჯარისკაცი, როტაციის წესით, ალიანსის სხვა დანაყოფებთან ერთად, საერთაშორისო მისიაში საქართველოს სახელით მონაწილეობდა. დასკვნითი ღონისძიება სენაკის ბაზაზე გაიმართა და მას ქვეყნის პირველი პირები და ამერიკის ელჩი, ასევე სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„საქართველო არასდროს შეწყვეტს ნატოსკენ სწრაფვას, ყოველთვის იქნება საკუთარი ვალდებულებების კეთილსინდისიერი შემსრულებელი. სწორედ თანამედროვე, ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გვაახლოებს ალიანსის წევრობასთან. აღსანიშნავია ჩვენი ჯარისკაცების წვლილი. დასრულდა ჩვენი მონაწილეობა ამ სამშვიდობო მისიაში, 31 აგვისტოს თვით მისიაც დასრულდება, მაგრამ არ დასრულდება ჩვენი ერთობა, ჩვენი სოლიდარობა და ერთიანი ბრძოლა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ზარქუა – ოპოზიციას აქვს კომპლექსი, კარგ ინიციატივას მხარს თუ დაუჭერენ, ვაითუ ამომრჩევლის ხმები დაკარგონ
Next post ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული ძალადობისა და „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის ფაქტებზე დაკავებულ რვა პირს ბრალდება წარედგინა