რუსეთმა უკრაინის 322 მოქალაქეს სანქციები დაუწესა, რომელთა შორის პოროშენკოს შვილი, იური ლუცენკო და იულია ტიმოშენკო მოხვდნენ

Read Time:31 Second

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის 322 მოქალაქესა და 68 კომპანიასთან მიმართებაში სპეციალური შემზღუდავი ეკონომიკური ზომების დაწესებაზე.

აღნიშნულის შესახებ რუსეთის მთავრობის პრესსამსახური იუწყება.

„სპეციალური ეკონომიკური ზომების დაწესება ხდება უკრაინის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მიმართებაში, რაც ითვალისწინებს რუსეთის ტერიტორიაზე უნაღდო ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და საკუთრების ბლოკირებას (გაყინვას). სანქციები გავრცელდება 322 ფიზიკურ და 68 იურიდიულ პირზე“, – ნათქვამია რუსეთის მთავრობის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სასანქციო სიაში მათ შორის მოხვდნენ პეტრო პოროშენკოს შვილი, უკრაინის გენპროკურორი იური ლუცენკო და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო.

რუსეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ კონტრზომები მიმართულია კიევის არამეგობრულ ქმედებებზე რუსეთის მოქალაქეებთან და კომპანიებთან მიმართებაში და მათი გაუქმება მოხდება თუ უკრაინა თავის სანქციებს გააუქმებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაია ცქიტიშვილი – ფიზიკური დაპირისპირება, არჩევნების პოლარიზაცია და ნებისმიერი აგრესია არის პრობლემა, რომელი მხარის მიმართაც არ უნდა იყოს გამოხატული
Next post ირმა ნიორაძე ნინო ანანიაშვილზე: „მისი არც პირველი გედობა და მით უმეტეს, არც პირველი ლედობა არ შემშურდებოდა…“