როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Read Time:1 Minute, 26 Second

9 სექტემბერს ქუთაისში უმეტესად მზიანი ამინდი და +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ფოთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

მესტიაში უნალექო დღე და +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც დღე უმეტესად მზიანი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს.

+27 გრადუსი და ქარია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.

გორში უნალექო დღე და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

წვიმაა მოსალოდნელი გუდაურშიც, დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანშიც წვიმაა ნავარაუდები. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +24 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

რუსთავში იწვიმებს. დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქშიც წვიმაა ნავარაუდები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანმოს დირექტორი: ამ ეტაპზე სრულად აცრილ ჯანმრთელ ადამიანებში ვაქცინის გამაძლიერებელი დოზების ფართო გამოყენების ხილვა არ გვსურს
Next post რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში