რატი ბრეგაძე – „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის მმართველობის პირობებში დაისადგურა იმგვარმა მშვიდობამ, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებს შემდგომ არასდროს ყოფილა

Read Time:45 Second

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ხონში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ლადო ჯურხაძის წარდგენაზე ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომლის მმართველობის პირობებში ადამიანის უფლებების დაცვა მთავარ პრიორიტეტად იქცა და ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგურა.

„ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის მმართველობის პირობებში დაისადგურა იმგვარმა მშვიდობამ, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ არასდროს ყოფილა.

ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანის ოცნება არის ის, რომ დაცული იყოს ადამიანის ის უფლება, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შეგვეძლოს თავისუფლად გადაადგილება და ამ ქვეყნის ტერიტორიაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება სოხუმი და ცხინვალი. ეს ყველაფერი შეუძლებელია იმის გარეშე, თუ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობიანი განვითარება და ასეთი განვითარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც როგორც მუნიციპალიტეტებში, ასევე ქვეყნის მთელ ტეროტორიაზე და ცენტრალურ დონეზე იქნება უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებები. სწორედ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე. მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს და მთლიანად „ქართულ ოცნებას“ როგორც აქ, ასევე მთელ საქართველოში. “ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლადო ჯურხაძე – ოთხ წელიწადში ხონი იქნება დიდი შესაძლებლობების მქონე მუნიციპალიტეტი
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ბატონო ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ და მას შემდეგ ღირსეულად ვიმარჯვებთ ყველა არჩევნებში