რატი ბრეგაძე: „პატიმრობა, ზოგადად, დაკავშირებულია სტრესთან. სხვაგვარად ეს წარმოუდგენელიც არის“

Read Time:34 Second

„რელევანტურია თუ არა სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნა მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და დეპრესიის მიზეზით?“ − ჟურნალისტის მიერ დასმული ამ კითხვის პასუხად იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მსგავსი რამ დაუშვებელია.

„რაც შეეხება რომელიმე დიაგნოზის გამო მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გაყვანას, ვთქვი და კიდევ ერთხელ ავხსნი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საზღვარგარეთ გაყვანა საქართველოს კანონმდებლობით შეუძლებელია“.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას დასმული დიაგნოზების შესაბამისად ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ გადის, ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა კი, ამ ეტაპზე არ არსებობს.

„არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის დიაგნოზი იქნება, თუკი საუბარი არის სასჯელის გადავადებაზე, არაერთხელ განვმარტეთ, რომ უნდა მიმართონ სასამართლოს, რომელიც შემდგომ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მსჯელობს − გადაუვადოს თუ გაათავისუფლოს კონკრეტული მსჯავრდებული სასჯელისგან. სხვა ბერკეტი ბუნებაში, უბრალოდ, არსებობს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბექა დავითულიანი: ვისაც ეს ქვეყანა და ქალაქი უყვარს, უნდა უხაროდეთ, რომ მშვიდობის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა. ვისაც ეს აწუხებს, ისინი ვერ იტანენ, რომ აქ მშვიდობა შენარჩუნდა
Next post “მსჯავრდებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რასაც აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები. ესენი არიან ოჯახის წევრები და სხვა ნდობით აღჭურვილი პირები”, − რატი ბრეგაძე სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის ფაქტზე