რატი ბრეგაძე: „ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მარტივ მიზანს – რაც შეიძლება დამძიმდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ მოტივით მოპოვებული იყოს თავისუფლება“

Read Time:45 Second

„ეს ადამიანი არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ იყოს ჯანმრთელად, და ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მარტივ მიზანს, რომ რაც შეიძლება დამძიმდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და სწორედ ამ მოტივით მოპოვებული იყოს თავისუფლება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სააკაშვილის თემაზე საუბრისას განაცხადა.

რა თქმა უნდა, პატიმარზე ზრუნვა არის ჩვენი მოვალეობა და ჩვენ ამ მოვალეობას ვასრულებთ ზედმიწევნით, ეს ხაზგასმით უნდა ვთქვათ; მაგრამ როდესაც ადამიანი მიმართავს თვითდაზიანებას და იყო თვითდაზიანების  ძალიან ბევრი ისტორია, მე შემიძლია ეს კიდევ ერთხელ გავიმეორო –დაწყებული შიმშილობით, რამდენიმე ეპიზოდი იყო შიმშილობის, და შიმშილობა სხვა რა არის, თუ არა თვითდაზიანება, მედიკამენტების შერჩევითად მიღება რა არის, თუ არა თვითდაზიანება და, ასევე, სამედიცინო რეკომენდაციების შეუსრულებლობაც, ბუნებრივია, არ არის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.  ანუ აქ მიზანი იკვეთება ცხადი, რომ ეს ადამიანი არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ იყოს ჯანმრთელად, და ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მარტივ მიზანს, რომ რაც შეიძლება დამძიმდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და სწორედ ამ მოტივით მოპოვებული იყოს თავისუფლება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „ეს ადამიანი მუდმივ რეჟიმში მიმართავს თვითდაზიანებას“
Next post ზვიად ძიძიგური: ასეთი სუსტი ოპოზიციის პირობებში ხელისუფლებას შეუძლებელია რამე დაემუქროს