რატი ბრეგაძე: „ეს გადაწყვეტილება ნათლად უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება ძალიან მაღალ, ევროპული სტანდარტის შესაბამისად“

Read Time:35 Second

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გიორგი მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავასა და ზურაბ ბერძენიშვილის სარჩელზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ ხარისხს.

„მოხარული ვართ ამ გადაწყვეტილების… ბუნებრივია, საქართველო უცვლელად აგრძელებს იმ კურსს, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების დაცვა, და ეს გადაწყვეტილება ნათლად უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება ძალიან მაღალ, ევროპული სტანდარტის შესაბამისად“, – აცხადებს რატი ბრეგაძე.

მინისტრის თქმით, ხელისუფლება კვლავაც დაიცავს ბალანსს ადამიანის უფლებების დაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს შორის:

„დარწმუნებული ვართ, რომ როგორც პოლიციის, ისე ხელისუფლების ნებისმიერი სხვა წარმომადგენლის მოქმედება შემდგომშიც იქნება ძალიან კორექტული და ყოველთვის გათვალისწინებული იქნება ადამიანის უფლებები და დაცული გონივრული ბალანსი ადამიანის უფლებას, ღირსებას და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს შორის“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ჩვენ რომ გავყოლოდით ეკა გიგაურის რჩევებს დღეს გვექნებოდა არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არამედ ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა
Next post ალეკო ელისაშვილი: ჩემთვის დავით კეზერაშვილი იყო, არის და მუდმივად იქნება ერთ-ერთი ყველაზე გულისამრევი პერსონაჟი