რატი ბრეგაძე: დღეს არავინ ამბობს, რომ სააკაშვილს აწამებენ. დღეს ის იმყოფება საავადმყოფოში და მას ყოველდღე ჰყავს მნახველები

Read Time:51 Second

„იმედი-LIVE“-ს ეთერში იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დღეს არავინ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ ან მის მიმართ ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას.

„დღეს არავინ ამბობს, რომ მას აწამებენ. დღეს ის იმყოფება საავადმყოფოში და, სხვათა შორის, მას ყოველდღე ჰყავს მნახველები. მას ნახულობენ ოჯახის წევრები, ადვოკატები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კონკრეტულად, უკრაინის კონსული – ყველა ის პირი, ვისაც აქვს მისი ნახვის უფლება. არც არაადამიანური მოპყრობაა და არც წამება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე თქმით, ადრე სრულიად სხვა ვითარება იყო, არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ცილისწამების კამპანია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჰქონდა ადგილი არასათანადო მოპყრობას.

„რაც შეეხება მაშინდელ გავრცელებულ ვიდეოკადრებს, მაშინ იყო სრულიად განსხვავებული ვითარება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო ერთი მხრივ და სახელმწიფოს აბრალებდნენ იმას, რომ თითქოსდა ჩვენ ვაწამეთ პატიმარი; თითქოსდა მიკროავტობუსი, რომლითაც იგი გადაყვანილ იქნა №18 დაწესებულებაში, გაჩერდა დაწესებულებიდან, ციხიდან 30 მეტრში; თითქოსდა ის გადმოათრიეს, ათრიეს; თითქოსდა ის იყო ნაწამები, მასზე ხორციელდებოდა არაადამიანური მოპყრობა და, ბუნებრივია, სწორედ ამიტომ იყო მაშინ ეს კადრები ნაჩვენები, რომ საზოგადოებაში არ ყოფილიყო მღელვარება და ყველა დარწმუნებულიყო, რომ არავითარ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას არ ჰქონია ადგილი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია – უაზრო შიმშილობებისა და ვითომ სააკაშვილის დამცავი აქციებისგან განსხვავებით, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაში დასახმარებლად ლობისტების დაქირავება სწორი ნაბიჯია
Next post პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა