რატი ბრეგაძემ თორნიკე რიჟვაძეს კოვიდ ბარათი გადასცა

Read Time:30 Second

იუსტიციის მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სოფელ ჭახათში კოვიდ
ბარათი გადასცა. რატი ბრეგაძე აჭარის მაღალმთიან სოფელში თორნიკე რიჟვაძესთან
ერთად იმყოფებოდა. იუსტიციის მინისტრმა ადგილობრივებს ინოვაციური პროექტი
გააცნო და „ მობილური იუსტიციის სახლის“ დახმარებით სხვადასხვა მომსახურება
ადგილზე მიაწოდა.

სოფელ ჭახათში „მობილური იუსტიციის სახლის“ სერვისებს შორის ყველაზე
მოთხოვნდი კოვიდ ბარათი იყო. იუსტიციის მინისტრმა ადგილობრივებთან ერთად
კოვიდ ბარათი თორნიკე რიჟვაძესაც პირადად გადასცა.

აჭარის შემდეგ „ მობილური იუსტიციის სახლი“ დღეს გურიის, იმერეთის, სამეგრელოს,
შიდა ქართლისა და კახეთის იმ სოფლებშიც ჩავიდა, რომლებიც ცეტრიდან დაშორებით
მდებარეობს. საპილოტე რეჟიმში, პირველ ეტაპზე 5 ,, მობილური იუსტიციის სახლი“ 6
რეგიონში კვირაში ერთხელ ივლის. საბოლოოდ კი , პროექტი საქართველოს ყველა იმ
სოფელს დაფარავს, სადაც სახელმწიფო სერვისები მიუწვდომელია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძე: ექიმების, ექთნებისა და სანიტრების ანაზღაურების არათანაბარ გადანაწილებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია დღეს კონკრეტულად ორი კლინიკის შემთხვევას სწავლობს
Next post ვახტანგ გადელიას შეხვედრა სენაკში, დემურიას ქუჩის ამომრჩევლებთან