ეკატერინე ტიკარაძე: ექიმების, ექთნებისა და სანიტრების ანაზღაურების არათანაბარ გადანაწილებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია დღეს კონკრეტულად ორი კლინიკის შემთხვევას სწავლობს

Read Time:41 Second

ექიმების, ექთნებისა და სანიტრების ანაზღაურების არათანაბარ გადანაწილებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია დღეს კონკრეტულად ორი კლინიკის შემთხვევას სწავლობს, – ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შრომის ინსპექცია ასევე შეისწავლის 111 კლინიკის შემთხვევას, თუ როგორ უნდა იყოს ანაზღაურების საკითხი დარეგულირებული.

„ექიმების, ექთნებისა და სანიტრების ანაზღაურების არათანაბარ გადანაწილებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია სწავლობს კონკრეტულად ორი კლინიკის შემთხვევას, საიდანაც განცხადებაა შემოსული. დამატებით 111 კლინიკის შემთხვევებსაც შრომის ინსპექცია შეისწავლის, გასცემს შესაბამის რეკომენდაციას, თუ როგორი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს, რათა სრულად იყოს დაცული, როგორც ანაზღაურების კომპონენტი, ასევე დამატებით იმ დანამატის ჭრილი, რომელსაც სახელმწიფო ყოველთვიურად ურიცხავს კლინიკებს. დარწმუნებული ვარ, უკანა რიცხვით ანაზღაურდება ზარალი, რომელიც სამედიცინო პერსონალმა მიიღო“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მან კონკრეტული კლინიკის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ის კლინიკები არიან, რომლებიც კორონავირუსის მართვაში არიან ჩართული.

„რა თქმა უნდა, ეს დაბალი ზღვარია და თითქმის, დანაშაულს უტოლდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ,,ქართული ოცნების“ სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
Next post რატი ბრეგაძემ თორნიკე რიჟვაძეს კოვიდ ბარათი გადასცა