ნინო ბურჯანაძე – დასავლელი პარტნიორების მოსაზრებები საპატივცემულოა, მაგრამ ეს არ არის დირექტივა, თუ არ იქნება კომპრომისი, პარლამენტში არავინ შევა

Read Time:1 Minute, 0 Second

ოპოზიცია ყოველთვის მზად იყო მოლაპარაკებისთვის და ახლაც მზად არის, მაგრამ მოლაპარაკება უბრალოდ იმისათვის, რომ ხელისუფლებამ აქციები შეგვაწყვეტინოს და 2024 წლამდე მოლაპარაკების მაგიდასთან გვამყოფოს, ამისთვის ვერ ჩატარდება, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხების შესრულების შემთხვევაში, ისინი პარლამენტში შევლენ.

„თუ ხელისუფლების მხრიდან იქნება გადმოდგმული კონკრეტული ნაბიჯი და პოლიტიკური დევნა იქნება შეწყვეტილი, პოლიტპატიმრები გათავისუფლებული, ასევე შეთანხება მიღწეული ვადამდელი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, ასეთ ვითარებაში შეიძლება პარლამენტში შევიდეს ოპოზიცია და ის რამდენიმე თვე, რაც დასჭირდება კანონმდებლობის ცვლილებას იმუშაოს პარლამენტში. წინააღმდეგ შემთვევაში, მე დარწუნებული ვარ, აქციები არის ერთადერთი გზა, რომ მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს, ვადამდელი არჩევნები ქვეყანას ძალიან სჭირდება. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, როდესაც მას ეუბნებიან, რომ პასუხისმგებელი კრიზისის დაძლევაზე არის ხელისუფლება. რაც შეეხება ჩვენი დასავლელი პარტნიორების სურვილს, რომ პარლამენტში ყოფილიყო ეს პროცესი, ეს სურვილი ჩვენც გვქონდა, უბრალოდ ამის საშუალება „ქართულმა ოცნებამ“ არ მოგვცა მაშინ, როცა არჩევნები გააყალბა. მანდატების გაუქმების ხელახალი მოთხოვნა პირადად მიმაჩნია, რომ დამატებით სიმბოლური ჟესტია. ხელმოწერები დევს პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ამ ხელმოწერებს დიალოგისთვის ხელი არ შეუძლიათ, არც ახლა არ შეუშლის ხელს, თუ ვინმეს არ უნდა საბაბი დიალოგის შესაწყვეტად. დასავლელი პარტნიორების მოსაზრებები ძალიან საპატივცემულოა და ანგარიშგასაწევია, მაგრამ ეს არ არის დირექტივა და ვერც იქნება დირექტივა, თუ არ იქნება კომპრომისი მიღწეული ასეთ შემთვევაში პარლამენტში არავინ შევა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძე – „სინოფარმის“ სანდოობაზე კითხვის ნიშნები არ ისმის, ამ ვაქცინით 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი
Next post დიმიტრი ხუნდაძე: სახელმწიფოს ინტერესში არ შედის შეზღუდვების დაწესება, ეს იმოქმედებს ეკონომიკაზე