ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ მცირე ბიზნესის დასახმარებლად საქართველოში ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის სისტემა შევქმნათ

Read Time:42 Second

ევროპელ მეგობრებთან დავაყენეთ საკითხი, რომ დაგვეხმარონ საქართველოში ხარისხის შესაბამისობის სისტემის დანერგვასა და თანადაფინანსებაში, რომ ჩვენს მცირე ბიზნესს აღარ მოუწიოს დამატებითი ხარჯების გაღება ლაბორატორიული სინჯების ასაღებად ნიმუშების საზღვარგარეთ გასაგზავნად, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ასოცირების სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

როგორც მინისტრმა განმარტა, საქართველოს აქვს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად სხვადასხვა ხარისხის კონტროლის მონიტორინგისა და შესაბამისობის კუთხით ევროკავშირის მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში რეგულაციის დანერგვაში.

„ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის შესაბამისობის სისტემის დანერგვა საქართველოში, იმიტომ, რომ ეს ჩვენი მცირე ბიზნესის კონკურენტუნარიანობას ზრდის და აძლევს საშუალებას, ივაჭრონ ევროკავშირთან. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოსტკოვიდურ პერიოდში, ეს ნიშნავს დამატებით ხარჯებს. სამწუხაროდ, ჩვენი ლაბორატორიების სისტემა ჯერ არ არის განვითარებული და მცირე ბიზნესს უწევს ლაბორატორიული სინჯების ასაღებად ნიმუშების საზღვარგარეთ გაგზავნა. ეს არის ის საკითხი, რომელშიც შეიძლება თანადაფინანსების სახით ჩვენი ევროპელი მეგობრები დაგვეხმარონ. იმედი გვაქვს, რომ ამ კუთხითაც ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კრისტიან დანიელსონი: მხარეთა პოზიციების დაახლოებაზე მუშაობა დღესაც გაგრძელდება
Next post კახა კალაძე: ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეუთო არჩევნებს განიხილავს, როგორც თავისუფალს და დამოუკიდებელს