მიხეილ ყაველაშვილი: ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით, პროვოკაცია ამ დღეებში უნდა დაწყებულიყო – თუ მსგავსი რამ გამოიკვეთება, სახელები და გვარები პირდაპირ შემიძლია დავასახელო

Read Time:42 Second

ცხინვალისა და აფახაზეთის მიმართულებით პროვოკაციაზეა საუბარი და ეს არის უტყუარი ინფორმაცია, – ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროვოკაციის მიზანია, ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაიწყოს.

„ვერ გეტყვით იმ ადამიანების შესახებ, მაგრამ, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩავთვალე საჭიროდ, რომ საზოგადოება გამეფრთხილებინა. როგორც ვიცი, პროვოკაციის ორგანიზების დასაწყისზე იყო საუბარი, რაც მათ ძირითად მიზანს დაეხმარება – საქართველოში დესტაბილზიაცია მოხდეს. ეს არ უნდა გვიკვირდეს, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ყოფილა პროვოკაციები. აქამდე თუ მივა საქმე, ჩვენს სამართალდამცველ ორგანოებსაც ექნებათ ინფორმაცია – ისინი მუდმივ რეჟიმში არიან, რომ მსგავსი პროვოკაციები აღკვეთილი იყოს. საუბარია ცხინვალისა და აფახაზეთის მიმართულებით პროვოკაციაზე და ეს არის უტყუარი ინფორმაცია. „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია – მათზე მაქვს საუბარი. თუ მსაგვსი რამ გამოიკვეთება, პირდაპირ შემიძლია მერე დავასახელო (სახელები და გვარები). თუმცა, ახლა ეს არის პრევენციის სახით გამოთქმული განცხადება, რადგან ეს აუცილებელია, იმ რეალობის ფონზე, რომელიც ჩვენ თვალწინაა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: მერაბიშვილს აღმოაჩნდა უფრო მეტი ლიდერული თვისებები, ვიდრე – სააკაშვილს
Next post დავით ფაცაციამ თბილისის დევნილთა განსახლების ობიექტებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა