მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენ მიერ გავრცელებულ წერილში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს შეესაბამება და აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ ეს სიმართლე იცოდეს

Read Time:1 Minute, 1 Second

ჩვენ დეტალურად აღვწერთ ფაქტებს, რომელიც ბოლო სამ წელიწადში არსებობდა კელი დეგნანის ბოლო ინტერვიუდან გამომდინარე, რომელიც „ფორმულას“ მისცა. როდესაც „ფორმულას“ დამფინანსებელი არის ოლიგარქი და ოლიგარქიაზე გვესაუბრებიან ევროპარლამენტიდან და ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ, ეს არის ორმაგი მიდგომა, ორმაგი სტანდარტი და არგამიჯვნა იმ პროცესების, რაც წერილში მოყვანილია, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ორმაგი სტანდარტით მოქმედება უნდა დასრულდეს.

„კითხვებზე პასუხი ნამდვილად ვერ მივიღეთ, ეს სამწუხაროა. თუმცა, გამოიკვეთა მთელი პროცესი. კიდევ ვხედავთ საშიშროებას და ნუ განვსაზღვრავთ მხოლოდ იმით, რომ ვინმე პირდაპირ მოგვიწოდებს, გინდა თუა არა ახლა ხელში იარაღი აიღე და ომში ჩართე. მთელი ეს პროცესი, რაც ბოლო სამი წლის მანძილზე იყო,აღწერილია წერილში, თუ რა ვნებათაღელვა იყო სხვადასხვა მიმართულებებით. ეს ეხება 20 ივნისის თემას, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის წარმოჩენას და ეს ორმაგი სტანდარტი, დამოკიდებულება პროპორციული არჩევნების თემატიკასთან, სადაც 120/30-ზე იყო. აქ ყველაფერი იმის და მიუხედავად, რომ თითქოს ზედაპირულად ჩანდა, რომ ინსტიტუციების გასაძლიერებლად კეთდება ეს ყველაფერი, პირიქით იყო მიმართული. ხელოვნურად კეთდებოდა პოლიტიკური პარტიების და მესამე სექტორის მიერ და სწორედ ამაში ვგულისხმობთ ამერიკის საელჩოს როლს, რომელიც პირდაპირ მფარველობს ამ ადამიანებს. დაამთავრონ ეს ორმაგი სტანდარტი, პირდაპირ ესაუბრონ საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებას და არ მოხდეს ასეთი მანიპულაციები, რომელიც ზედაპირზეა. წერილში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს შეესაბამება და აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ ეს სიმართლე იცოდეს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან
Next post კახა კალაძე: თუ ვიღაც რაიმეს არაკანონიერი, არაკონსტიტუციური გზით დააპირებს, კანონის ფარგლებში, ყველა შესაბამის პასუხს მიიღებს – არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოს