კახა კალაძე: თუ ვიღაც რაიმეს არაკანონიერი, არაკონსტიტუციური გზით დააპირებს, კანონის ფარგლებში, ყველა შესაბამის პასუხს მიიღებს – არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოს

Read Time:30 Second

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებების რევოლუციური სცენარებით შეცვლის დრო დასრულებულია და ყველა, ვინც ქვეყანაში არეულობის შემოტანას კანონსაწინააღმდეგო გზით ეცდება, კანონის შესაბამისად დაისჯება.

„ეს ყველაფერი [ხელისუფლების შეცვლა] არჩევნების გზით მოხდება. სხვა საკითხებს რაც შეეხება – თუ ვიღაც რაიმეს არაკანონიერი, არაკონსტიტუციური გზით დააპირებს, ყველა შესაბამის პასუხს მიიღებს, კანონის ფარგლებში. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოს“, – აცხადებს კახა კალაძე.

ქართული ოპოზიციის ნაწილი ქვეყნის პარალიზებისთვის ემზადება და კანონის ჩარჩოებიდან გასვლასაც აანონსებენ. მაშინ, როდესაც სახელმწიფო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობს, რადიკალები რევოლუციურ სცენარებს ამუშავებენ. მმართველ გუნდში რევოლუციაზე მეოცნებეებს ურჩევენ, რეალობას დაუბრუნდნენ და 2024 წლის არჩევნებისთვის მოემზადონ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენ მიერ გავრცელებულ წერილში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს შეესაბამება და აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ ეს სიმართლე იცოდეს
Next post რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს, ყველა სახის ღონისძიება უტარდება, რასაც საავადმყოფო ჩათვლის საჭიროდ