მიხეილ დაუშვილი – მიდის კონსტრუქციული მსჯელობა, რა ფორმით უნდა ამოქმედდეს მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულება, რათა რეგულაცია ბიზნესისთვის დამატებით წნეხად არ იქცეს

Read Time:42 Second

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნერგავს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპს სპეციფიკური ნარჩენებისთვის. სპეციფიკურ ნარჩენებს განეკუთვნება: შეფუთვის ნარჩენები (პლასტმასი, ქაღალდი, მუყაო, ხე, ლითონი, მინა), ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ხმარებიდან ამოღებული საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, გამოყენებული ზეთები, გამოყენებული ბატარეები და აკუმულატორები.

ბიზნსომუდსმენ მიხეილ დაუშვილის ინფორმაციით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად არის ჩართული ახალ ტექნიკურ რეგლამენტებზე მუშაობის პროცესში.

„მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულების თემაზე ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად მუშაობს. გვაქვს ძალიან კონსტრუქციული სამუშაო ფორმატი როგორც ბიზნესთან, ასევე შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. ამ ეტაპზე მიდის დისკუსია, თუ რა მოდელით შეიძლება იყოს ამოქმედებული რეგულაცია ისე, რომ ეს არ იქცეს ბიზნესისთვის დამატებით წნეხად და ამასთან დავაკმაყოფილოთ ის ვალდებულებები, რაც ნარჩენების მართვის მიმართულებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გვაქვს ნაკისრი“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გულისხმობს პროდუქციის მწარმოებლის-იმპორტიორის მიერ პასუხისმგებლობის აღებას ადამიანისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებაზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგა ბოკერია – ოდირი-ს რეკომენდაციები ჩვენთვის არის საკვანძო და მდგომარეობის განმუხტვას სჭირდება
Next post პარლამენტის შენობის წინ ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლის“ აქტივისტებმა კარავი გაშალე