მთავრობა ბუნებრივი რესურსების და წიაღის რეფორმას იწყებს

Read Time:36 Second

მთავრობა ბუნებრივი რესურსების და წიაღის რეფორმას იწყებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ბუნებრივი რესურსების და წიაღის რეფორმა იწყება. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე. ჩვენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით ვიწყებთ მუშაობას სრულიად ახალ მიდგომაზე, რომელიც ითვალისწინებს დაბალანსებულ მიდგომას, ჩვენი წიაღის უფრო ეფექტურ გამოყენებას ისე, რომ მოხდეს მაქსიმალურად გათვალისწინება გარემოს დაცვითი ასპექტების, ასევე სხვა საკითხების, მათ შორის შრომის უსაფრთხოების მიმართულების. ამ საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით. შემდეგი ეტაპი იქნება, რომ საკანონმდებლო ჩარჩო მნიშვნელოვნად შეიცვალოს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ახალ მოთხოვნებს უპასუხოს, მათ შორის მაღალი გარემოს დაცვითი სტანდარების მიმართულებით, ოპტიმალურად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები და ჩართოს ეს რესურსები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი კვირიკაშვილი: სამხედრო რეზერვის სისტემა შეიცვლება
Next post საქართველომ საფრანგეთთან გიდების გადამზადებაზე ხელშეკრულება გააფორმა