მამუკა მდინარაძე: თვითდაზიანება არ შეიძლება გახდეს პატიმრის გათავისუფლების საფუძველი

Read Time:31 Second

არცერთი სახელმწიფო, არანაირი თვითდაზიანების პირობებში არ მიჰყვება ამ ტერორისტულ ულტიმატუმს, რომ თვითდაზიანება შეიძლება გახდეს გათავისუფლების საფუძველი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თვითდაზიანების პრაქტიკა ყოველთვის არსებობდა, თუმცა, არც ერთ სახელმწიფოს მსგავსი ულტიმატუმის გამო პატიმარი არ გაუთავისუფლებია. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, თვითდაზიანების გამო გათავისუფლება, შესაძლოა, საშიშ პრეცედენტად იქცეს და დომინოს პრინციპით გადამდები გახდეს სხვა პატიმრებისთვის.

„ნებისმიერი ფორმით თვითდაზიანების შემსწრეა ეს სისტემა და არც ერთი შემთხვევა არ არის, რომ თვითდაზიანების გამო, რომელიმე ნორმალურ სახელმწიფოს დაეშვას ამ ულტიმატუმით პატიმარი გაეთავისუფლებინოს, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი რაც პირდაპირ ურტყამს ნებისმიერი სახელმწიფოს უსაფრთხოებას და საპატიმროების წესრიგს“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკა ხერხეულიძე: ხელისუფლება არის ჩიხში მიმწყვდეული და გამოსავალს ვერ პოულობს
Next post გია ცაგარეიშვილი: სააკაშვილს უნდა უმკურნალონ, მაგრამ ეს ადამიანი თვითდაზიანებას ეწევა ყოველდღიურად და ამ თავისი მდგომარეობით აშანტაჟებს სრულიად ქვეყანას