ლევან მამალაძე: მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავენ

Read Time:55 Second

მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავენ, – ამის შესახებ ლევან მამალაძე აცხადებს.

საზღვარგარეთ მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი ირწმუნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ამ გზით საქართველოში რევოლუციური სცენარის განვითარებას და არეულობის გამოწვევას კიდევ ერთხელ შეეცდება. მამალაძემ საქართველო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვა. სააკაშვილის ხელისუფლებამ მას ბრალად დასდო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა და 2006 წელს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

„ინფორმაცია მაქვს უკრაინული წყაროდან. „სბუ​ს“ ყოფილი თანამშრომლები, რომელთაც მე ვიცნობ და მათ აქვთ ჩემთან კონტაქტი. მათ აქვთ ტექნიკური საშუალებები, რომ ასეთი ინფორმაცია მოიპოვონ. მათ იცოდნენ მე სადაც ვიყავი, გამოვიდნენ კონტაქტზე. მე ვნახე და მოვისმინე ეს მასალა. ეს მასალა შედგება ორი ნაწილისგან, არის სატელეფონო საუბარი და ვიდეოჩანაწერი, სადაც სააკაშვილი ტელეფონით საუბრობს. ადეიშვილთან საუბრობს და საუბარია ჟურნალისტების მოკვლაზე, რომ ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ, აგინებს ოპოზიციას, რომ ვერ მოახდინეს რევოლუციური ფონის შექმნა და ამბობს რომ, ყველაფერი მისის, სააკაშვილის გასაკეთებელია. განიხილავენ ფინანსურ საკითხებს და ვინ უდნა შეასრულოს მკვლელობა. საუბარია ნოდარ მელაძეზე და თამარ ჩიხლაძეზე. მე არც ამ ხელისუფლებისგან მიმიღია რამე და სააკაშვილმა რა რეპრესიებიც მომიწყო, ყველასთვის ცნობილია. არანაირი პოლიტიკური ამბიციები მე არ მაწუხებს. ერთადერთი კაცი ვარ ვის მიმართაც სამართალი არ განახორციელა არცერთმა, არც ამ ხელისუფლებამ“, – ამბობს „ქრონიკასთან“ მამალაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: საკმარისია, ხმა ამოვიღოთ პანდემიის წარმატებით მართვაზე, რომ ვაი ტელევიზიები და ექსპერტები ისე შეიცხადებენ, გეგონებათ, ტაბუდადებულ თემას შევეხეთ, ყველანაირად ცდილობენ, მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ „ლუზერები“ ვართ
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: მივესალმებით დანიელსონის ვიზიტს და მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად