ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის

Read Time:27 Second

კიდევ ერთი მილიონერი ბიზნესმენი, ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის. ამის შესახებ ინფორმაციას 2020NEWS ექსკლუზიურად ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ლევან ვასაძე ახალ პარტიას ქმნის, რომლის პრეზენტაციასაც შემოდგომაზე გეგმავს. მან უკვე დაიწყო კონსულტაციები გუნდის მომავალ წევრებთან, რომელ გუნდთან ერთადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებას.

ამ ეტაპზე ბიზნესმენი მედიასთან საუბარს თავს არიდებს. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნებიან ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლევან ვასაძეს პოლიტიკურ წარმატებას ფინანსურად რუსი მილიარდერი ვლადიმირ ევტუშენკო უზრუნველყოფს. ვლადიმირ ევტუშენკო ცნობილი რუსი მეწარმე, მილიარდერი, რუსული საინვესტიციო კომპანია “სისტემას“ მსხვილი აქციონერი და თავმჯდომარეა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტრაგედია ლანჩხუთში – 9 წლის ბიჭი საქანელადან გადმოვარდა და დაიღუპა
Next post 9 აპრილი – დღე მწუხარების და დღე დამოუკიდებლობის