ლევან დავითაშვილი: საქართველოს მთავრობა მწვანე ეკონომიკას ქვეყნის მომავალი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად განიხილავს

Read Time:52 Second

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „გაეროს გლობალური შეთანხმების ონლაინ სამიტის“ ფარგლებში გამართულ რეგიონულ კონფერენციაში „გლობალური მიზნების დასახვა ადგილობრივი ბიზნესისთვის – საქართველო“ მიიღო მონაწილეობა.

უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობა მწვანე ეკონომიკას ქვეყნის მომავალი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად განიხილავს.

კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის, საქართველო აქტიურად მუშაობს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სათბური აირების შემცირების მიმართულებით. ეფექტიანი შედეგის მისაღებად, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სწორი პოლიტიკით, ქვეყნის შიგნით კერძო სექტორთან, ხოლო ქვეყნის გარეთ, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან პარტნიორულ თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს ქვეყნის კლიმატის ცვლილების სტრატეგიის (2030) და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ყურადღება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა კონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საკანონმდებლო მხარდაჭერაა.

კონფერენციის ფარგლებში, საუბარი შეეხო მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პერსპექტივებსა და ქვეყნების მიერ „პარიზის შეთანხმებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მნიშვნელობის საკითხს.

„გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამთავრობო, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე დღეს ჟენევის მოლაპარაკებების დროს ისაუბრებენ
Next post სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარში საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს