ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე დღეს ჟენევის მოლაპარაკებების დროს ისაუბრებენ

Read Time:39 Second
ჟენევაში, მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი დროს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დაკავებულების უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე, ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე, რომელსაც მხარეებმა 2008 წელს მოაწერეს ხელი, ჰუმანიტარულ კრიზისზე, კოვიდპანდემიის გამო გაუარესებულ მდგომარეობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის უხეში ფაქტების შესახებ ისაუბრებენ.
 
მოლაპარაკებები პირველად ტარდება მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელშიც წერია, რომ რუსეთი არის ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საქართველო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გუშინ განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებისას, თუ ვინმე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას წამოწევს წინ, საჭირო პასუხი გაეცემა.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებათა 52-ე რაუნდზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელებენ.
 
მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებები ტრადიციულად საკმაოდ მძიმე ფონზე იმართება. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რის გარშემოც არის საერთოდ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: უნდა დავძლიოთ ყველანაირი სკეპტიციზმი და ჩავებათ მასობრივი ვაქცინაციის პროცესში
Next post ლევან დავითაშვილი: საქართველოს მთავრობა მწვანე ეკონომიკას ქვეყნის მომავალი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად განიხილავს