კრისტიან დანიელსონმა საქართველოს მოქალაქეებს მიმართა

Read Time:36 Second

მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მედიაციის მეორე უშედეგო რაუნდის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა საქართველოს მოქალაქეებს მიმართა. მან დადებითად შეაფასა არასამთავრობო სექტორისა და მედიის მუშაობა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავ მზად არის საქართველოს დაეხმაროს.

„ვიცი თუ რამდენად ელოდებოდით იმას თუ რა მოხდებოდა და სრულად ვიზიარებ თქვენს გაღიზიანებას. მაგრამ ასევე მე მივესალმები ყველა ძალისხმევას, რომელიც ამ პროცესში დაფიქსირდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან სასარგებლო წინადადებები შემოიტანეს, მედია კი პროცესს ძალიან მაღალ დონეზე აშუქებდა და ეს პოლიტიკურ ლიდერებს ანგარიშვალდებულებს ხდიდა. ბრიუსელში იმაში დარწმუნებული დავბრუნდები, რომ ის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქართველოში არსებობს, ერთ დღეს მოახერხებს ამ ფურცლის გადაშლას და წინ, თავისი მომავლისკენ წასვლას შეძლებს. და რა თქმა უნდა, ევროკავშირი კვლავ მზად არის საქართველოს ამ გზაზე ყველა ნაბიჯში დაეხმაროს“, – განაცხადა დანიელსონმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე
Next post გიორგი გახარია: გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი დამაზიანებელი ფაქტორია, ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე