კვარაცხელია სერია A-ს ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა შორის მეორე ადგილზე დაწინაურდა

Read Time:41 Second

„ტრანსფერმარკტის“ განახლებული შეფასებით, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა შორის მეორე ადგილზე დაწინაურდა და მხოლოდ თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენს ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ტრანსფერმარკტმა“ ქართველი თავდამსხმელის შეფასება 25 მილიონით გაზარდა – საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ მოთამაშის ტრანსფერის ღირებულება 85 მილიონი ევრო გახდა.

ამავე დროს, შეფასება გაეზარდა „ნაპოლის“ ნიგერიელ სუპერთავდამსხმელს, ვიქტორ ოსიმენსაც, რომლის ფასიც გერმანულმა ვებგვერდმა 70-დან 100 მილიონ ევრომდე გაზარდა.

ფასების განახლების შემდეგ, ოსიმენი და კვარაცხელია სერია A-ს ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეებში დაწინაურდნენ. აღსანიშნავია, რომ ათეულშიც ვერ მოხვდა ევროპის ბოლო ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი ფედერიკო კიეზა („იუვენტუსი“, 50 მილიონი ევრო).

სერია A-ს ძვირად ღირებულ მოთამაშეთა საუკეთესო ხუთული ასეთია:

1. ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“) – 100 მილიონი ევრო

2. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“) – 85 მილიონი ევრო

3. ლაუტარო მარტინესი („ინტერი“) – 80 მილიონი ევრო

4. რაფაელ ლეაო („მილანი“) – 80 მილიონი ევრო

5. დუშან ვლაჰოვიჩი („იუვენტუსი“) – 75 მილიონი ევრო

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯუანშერ ბურჭულაძე: მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო „გირჩის“ ამ მტრულ კამპანიას – სხვა შეფასებას ვერ მივცემ იმას, რომ გააიგივო ქართული ჯარი რუსულ ჯართან, იმას რომ ჯარისკაცობას უწოდო მონობა
Next post ხათუნა სამნიძე: ლესბი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებიც არის ადამიანების უფლებები და ნახსენები უნდა იყოს ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში