სამშაბათი, აპრილი 28, 2026

ჯუანშერ ბურჭულაძე: მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო „გირჩის“ ამ მტრულ კამპანიას – სხვა შეფასებას ვერ მივცემ იმას, რომ გააიგივო ქართული ჯარი რუსულ ჯართან, იმას რომ ჯარისკაცობას უწოდო მონობა

რამდენიმე საათის წინ „გირჩის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია აქციის შესახებ, რომლის სლოგანიც იყო „არა მონობას“ და „არა რუსულ ჯარს“. ამ თემაზე კომენტარი თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გააკეთა.

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო „გირჩის“ ამ მტრულ კამპანიას – სხვა შეფასებას ვერ მივცემ იმას, რომ გააიგივო ქართული ჯარი რუსულ ჯართან; იმას რომ ჯარისკაცობას უწოდო მონობა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მტრული დამოკიდებულება შენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს იწვევს დამატებით აგრესიას, როგორც ქართულ ჯარში, ასევე ქართულ საზოგადოებაში“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.

„გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ კი განმარტა, რომ არც ეს აქცია და არც ეს სლოგანი „გირჩს“ არ ეკუთვნის, თუმცა პარტიაში აქციის შინაარსს იზიარებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბოლო სამი კვირის განმავლობაში პირველად, „ბრენტის“ მარკის ბარელი ნავთობის ფასმა 110 დოლარს გადააჭარბა

ბოლო სამი კვირის განმავლობაში პირველად, „ბრენტის“ მარკის ბარელი ნავთობის ფასმა 110 დოლარს გადააჭარბა.ბრენტის ნავთობის გლობალური საორიენტაციო ფასი დილის ვაჭრობისას 2.7 პროცენტით გაიზარდა და ბარელზე 111.2 დოლარი შეადგინა. აშშ-ის საორიენტაციო ფასი, ბარელზე 2.3 პროცენტით გაიზარდა და 98.5 დოლარი შეადგინა.„სიენენის“ თანახმად, მოვაჭრეები შეშფოთებული არიან, რომ შეერთებული შტატები და ირანი ომის დასრულებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არ არიან.„ჩიხი და სრუტის დახურვა კვლავ უარყოფითად მოქმედებს ნავთობის ფასებზე. რაც უფრო დიდხანს იქნება სრუტე დაკეტილი, მით უფრო უარყოფით გავლენას მოახდენს ეს გლობალურ ეკონომიკაზე“, – აცხადებს მოჰიტ კუმარი, საინვესტიციო ბანკ „ჯეფრისის“ ეკონომისტი.

ზვიად შალამბერიძე: გეკა გელაძის წარდგენა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე იყო სწორი ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს სტრუქტურას

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ განსახორციელებელი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მნიშვნელობაზე „ქრონიკასთან“ ისაუბრა.დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაამტკიცებს გეკა გელაძეს, რომელსაც მანამდე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.„ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე და გარედან მომართულ გამოწვევებზე დროული რეაგირება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ყველაზე მეტი ვალდებულებაა. სწორედ ამ პროცესს ვადევნებთ ახლა თვალყურს. საკადრო ცვლილებები სწორედ იმას ემსახურება, რომ ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოს ახალმა შემადგენლობამ. მისი წარდგენა ამ პოზიციაზე იყო სწორი ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს იმ სტრუქტურას, რომელსაც უხელმძღვანელებს“, - აღნიშნა შალამბერიძემ.

მეუფე ზენონი – ჩემი პოზიცია იყო, რომ ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას, ამის ხელის შემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს

ყველაფერი დამოკიდებული არის თვითონ იმ პროცესზე, რომელიც სინოდზე იქნება, – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა სინოდის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.როგორც მეუფე ზენონმა აღნიშნა, პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებული ზღვრის მოხსნისთვის ხელის შემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს.„ამ წუთს მე არაფრის თქმა არ შემიძლია. ყველაფერი დამოკიდებული არის თვითონ იმ პროცესზე, რომელიც სინოდზე იქნება. რა თქმა უნდა, კანდიდატები ჩემი მხრიდანაც არსებობს, თუმცა შედეგი იმის მიხედვით იქნება ნაჩვენები, როგორი პროცესიც იქნება და რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ მღვდელმთავრები.ჩემი პოზიცია იყო, რომ ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას, ამის ხელის შემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა მეუფე ზენონმა.ჟურნალისტის კითხვაზე, ეხებოდა თუ არა ეს უმაღლეს სასულიერო განათლებასაც, მეუფე ზენონმა აღნიშნა: „დიახ, გარკვეული ნაწილი ამას ასე განიხილავს“.

გიორგი ვოლსკი: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სანქციების თემასაც განიხილავს და რევოლუციის ხელშეწყობის თემასაც. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრიტანეთის ელჩმა ამას უნდა უსმინოს

კოლექტიური ნაცმოძრაობის ნებისმიერი წარმომადგენელი სანქციების თემასაც განიხილავს და უფრო მეტსაც ალბათ - რევოლუციის ხელშეწყობის თემას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრიტანეთის ელჩმა ამას უნდა უსმინოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით.„თუკი ამ დღეების განმავლობაში განცხადებას არ აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად არის თანამოაზრე იმ მიდგომებისა, რომელიც აქვს ნიკა გვარამიას თუ ნებისმიერ სხვა ადამიანს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.ბრიტანეთის საელჩო „ქრონიკის“ კითხვას კვლავ არ პასუხობს. კითხვა კი ეხება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე ხელისუფლების სანქცირების თემა განიხილეს.

სინოდის სხდომა პატრიარქობის სამ კანდიდატს დღეს შეარჩევს

საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომაზე, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით – არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა, უნდა იყოს ბერი.სინოდის თითოეულ წევრს უფლება აქვს, წარადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის – საკუთარი კანდიდატურაც.სამი მღვდელმთავარი, რომელიც სინოდზე ხმათა უმრავლესობას მიიღებს, კენჭს იყრის გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატი.კრებაზე ვერცერთი კანდიდატი თუ ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, იმართება ხელმეორე კენჭისყრა. მასში მონაწილეობს ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში ხმათა უმრავლესობას მიიღებს.გაფართოებულ კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.ამასთან, გაფართოებული კრების მოწვევის თარიღი დადგენილია ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით – კრება იმართება პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა.კრების გამართვის თარიღი სინოდმა დღესვე უნდა დაადგინოს.

ბოლო სიახლეები