კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა კვლევების გაყალბებითაა დაკავებული

Read Time:53 Second

როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, არჩევნებს აყალბებდა, ახლა, ისინი დაკავებულნი არიან კვლევების გაყალბებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო რეიტინგებთან დაკავშირებული კვლევების შესახებ განაცხადა.

„ბოლო დროს ძალიან ბევრი კვლევა ვიხილეთ და მხოლოდ ერთი შემიძლია, ვთქვა, თუ წინა წლებში, მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო და აყალბებდა არჩევნებს, ახლა ისინი დაკავებულნი არიან კვლევების გაყალბებით. ბოლო კვირებში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან მომზადებული კვლევები ვნახეთ, ტელევიზიების კვლევები. შეიძლება, იყოს დავა და მსჯელობა, თუ ვინ ჩაატარა და როგორი მეთოდოლოგია იყო, მაგრამ ის, რაც გუშინ აჩვენეს, ყველაფერს სცდება“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი შედარებითია და საზოგადოებისთვის არჩევანი მარტივი გასაკეთებელი იქნება.

„ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება. ჩვენი ოპონენტები გვსაყვედურობენ ხოლმე, როდესაც მათი მმართველობის 9-წლიან პერიოდზე ვსაუბრობთ. მეც არ მომწონს, როდესაც ამის შეხსენება გვიწევს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. რადგან ეს პოლიტიკური პარტია ჯერ კიდევ არის პოლიტიკურ ველზე, უნდა გავაკეთოთ შედარებები, რა იყო წარსულში, რა გვაქვს დღეს და როგორი საქართველო გვინდა, საით მივდივართ. არჩევანის გაკეთება საზოგადოებისთვის, ვფიქრობ, ძალიან მარტივია“,- განაცხადა კალაძემ.

IPSOS-ის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 25 % „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 15,5 %, „ევროპულ საქართველოს“ – 5 %.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით გეგიძე, რომელმაც ბათუმში ექიმს სცემა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ამავე პარტიიდან ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელია
Next post დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილზე: მისი მიდგომა არა თუ არასერიოზული, არამედ სახიფათოა