ისრაელი კარანტინიდან გამოდის

Read Time:1 Minute, 9 Second

მთავრობის თავმჯდომარის კანცელარიის პრესსამსახურმა, ჯანმრთელობისა და
ტრანსპორტის სამინისტრომ 8 აპრილს, კატასტროფისა და გმირობის დღის
აღნიშვნის წინ, კარატნტინთან დაკავშირებული შეზღუდვების მორიგი
შესუსტების შესახებ მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება გააცნო
საზოგადოებას.
დოკუმენტი მოიცავს ახალ ჩამონათვალს ქვეყნის ეპიდემიის პირობებში
ცხოვრებასთან დაკავშირებით. დეტალურადაა გაწერილი განათლების სისტემის
მუშაობის შესახებ.
განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსია ღია სტადიონებზე მაყურებელთა
რაოდენობის 10000-მდე გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება, ხოლო დახურულ
სპორტულ დარბაზებში, შესაძლებელია მაყურებელთა ადგილების 40
პროცენტით შევსება. მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში ერთდროულად 1000
ადამიანმა შეიძლება მიიღოს მონაწილეობა.
გაიზარდა დასაშვებ მნახველთა რიცხვი პატარა მუზეუმებშიც, ერთი ადამიანი 7
კვ. მეტრზე.
ახალი რეგულაციებით დაშვებული სასმელის გაყიდვა კულტურულ
ღონისძიებებზე, იქ სადაც დასაჯდომი ადგილებია.
ეს შეზღუდვები 22 აპრილამდე იმოქმედებს.
რაც შეეხება განათლების სისტემას, მოიხსნა უმაღლეს სასწავლებლებში
გამოცდების ჩაბარების შეზღუდვა. დაშვებულია საზოგადოებრივი
ღონისძიებების ჩატარება („მწვანე სერთიფიკატის“ მონაწილეებისათვის
არსებობის შემთხვევაში. დაიწია ვაქცინირებულ და გამოჯანმრთელებულ
მონაწილეთა რაოდენობის ზღვარიც მეთერთმეტე და მეთორმეტე
კლასელთათვის 90-დან 60 პროცენტამდე). დაშვებულია ცურვის გაკვეთილები
სკოლის პროგრამის ფარგლებში, იმ პირობით, რომ გაკვეთილის დროს აუზს
მხოლოდ მოსწავლეები გამოიყენებენ. ეს წესები 13 აპრილამდე იმოქმედებენ.
„მწვანე სტანდარტის“ მიხედვით უკვე მუშაობენ რესტორნები და კაფეები.
კლიენტებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის ცნობა. მუშაობს შიდა სივრცეები.
კულტურის, სპორტული დარბაზები და სტადიონები, კლუბები, სავარჯიშო და
საკონფერენციო დარბაზები. გაიხსნა გამოფენები, სინაგოგები, ეკლესიები და
მეჩეთები, აგრეთვე სხვა რელიგიური დაწესებულებები.

„იასამნისფერი სტანდარტით“ (კარანტინის ზომების დაცვით, მაგრამ „მწვანე
პასპორტის“ გარეშე) მუშაობენ რესტორნები და კაფეები ღია სივრცეებში.
მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, საპარიკმახეროები, ღია აუზები, ატრაქციონები,
მუზეუმები და საბიბლიოთეკები, პარკები და ნაკრძალები.
სერგი პოდრაჟანსკი, იერუსალიმიდან
ფოტო: მაყურებლები დაბრუნდნენ ტრიბუნებზე.
ავტორი: თელ-ავივის „მაკაბის“ პრესსამსახური

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Next post რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორმა“ რენტგენის ციფრული პორტატული აპარატი გადასცა