ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობა ვახტანგ გომელაურს, გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გასაიდუმლოებულ ოპერაციაში თავიდანვე იყო ჩართული, მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ

Read Time:45 Second

არავის დაკავება არ მიხარია და ბუნებრივია, არავის გვიხარია არავის ციხეში გამოკეტვა, მაგრამ სამართალი აღსრულდა, დღეს დავაკავეთ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც უდიდესი ტკივილი მიაყენა ჩვენს მოსახლეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 300 ათასი ადამიანი გასამართლდა, ათასობით ადამიანს ჩამოერთვა ქონება, სახლები, ბიზნესები.

„ასობით ადამიანი პირდაპირ ქუჩებში იქნა ჩაცხრილული. ამას ემატებოდა ბუნებრივია ემატებოდა ის არაადამიანური მოპყრობა, წამება, ტანჯვა ადამიანების, რომელიც გაუსაძლისს ხდიდა ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებას. სწორედ ასეთი ადამიანი და ამ ყველაფრის შემოქმედი, ბატონი სააკაშვილი დღეს იქნა დაკავებული და ციხეში გადაყვანილი. ჩვენ ამას მას შევპირდით. შევპირდით, რომ თუ ის გაბედავდა და ჩვენს ტერიტორიაზე შემოადგამდა ფეხს, რა თქმა უნდა, იქნებოდა დაკავებული. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც, მე ვიტყოდი, ამ გასაიდუმლოებულ ოპერაციაში თავიდანვე იყო ჩართული. დეტალების გამჟღავნება ამ ეტაპზე არ შეიძლება, სამართალდამცავები დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ, რომ იტყვიან, მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს დავაკავეთ ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც უდიდესი ტკივილი მიაყენა ჩვენს მოსახლეობას
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ყველანი ვზეიმობთ ისტორიულ გამარჯვებას, რომელიც ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ჩვენმა პარტიამ მოიპოვა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს