ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ მუდმივად საუბრობენ აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ მოთხოვნების, რომლებსაც აყენებენ

Read Time:55 Second

„ისინი რჩებიან საკუთარ დღის წესრიგში, მუდმივად საუბრობენ აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომლებსაც აყენებენ. რა თქმა უნდა, სრულიად არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. აბსოლუტურად წარუმატებლობისთვის არის განწირული ნებისმიერი მათ მიერ დაანონსებული აქცია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა.

თუ არ ვცდები, ასეთი სიტყვები იყო გამოყენებული – „უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი“. ერთადერთი ადგილი, სადაც უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შიგნით აქვთ მათ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც, როგორც ჩანს, დაძლევადი აღარ არის. ამას საზოგადოება ხედავს, ყველამ იცის, რომ შიგნით არის ფლანგები, სააკაშვილი, მელია და ასე შემდეგ, ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთს ერჩიან. ეს გარეთაც არის უკვე გამოტანილი. მეტიც, მათი მხარდამჭერებიც კი უკვე ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. ეს არის შიდა დაპირისპირებები, ეს არის საერთო სისუსტე, რომელსაც ისინი ავლენენ. მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, აერიათ ქვეყანაში ვითარება. ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და ესეც განაპირობებს იმედგაცრუებას მათი პარტიის რიგებში. პირდაპირ საჯაროდ, „ფეისბუქზე“ აგინებენ ერთმანეთს და ერთმანეთის მხარდამჭერები აგინებენ ერთმანეთს. ამ პარტიის წარმომადგენლები, მხარდამჭერები აგინებენ „ფეისბუქით“ ერთმანეთს. აკრიტიკებენ საკუთარი პარტიის ხელმძღვანელობას და ასე შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად ღია წყარო. სოცმედიას დააკვირდით და ნახავთ, რამდენად მასშტაბურია დაპირისპირება რადიკალური ოპოზიციის შიგნით, კონკრეტულად „ნაცმოძრაობის“ შიგნით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თაკო ჩარკვიანი: ნიკა მელიამ ადგილობრივ არჩევნებზე უკვე ატარა ექსპერიმენტები და რა შედეგიც დაიდო, კარგად ვიცით – ვადამდელ არჩევნებს ყოველთვის ვემხრობოდი და ვემხრობი, მაგრამ არა იმ ექსპერიმენტებით, ნიკა რომ არის მიჩვეული
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს მივემგზავრებით ბრიუსელში, სადაც ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომა გაიმართება