ირაკლი კობახიძე: თავიდან მოსწონდათ ეს უკრაინული კანონი, ახლა აღარ მოსწონთ, იმიტომ, რომ დაიცვან კეზერაშვილი, „ჭუტა“ და ა.შ. ეს არის მათი ერთადერთი მოტივაცია

Read Time:1 Minute, 25 Second

თუ ეს უკრაინული კანონი იქნება საქართველოში მიღებული, ის არ გავრცელდება ბიძინა ივანიშვილზე, ვისზეც ისინი საუბრობენ, მაგრამ გავრცელდება არაერთ პოლიტიკოსზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE “ განაცხადა.

მისი თქმით, თუ იქნება კონსენსუსი უკრაინული კანონის მიღებასთან დაკავშირებით, უმრავლესობა მზადაა მიიღოს ასეთი კანონი.

„მივიღოთ კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ. ჩვენ პირდაპირ შევთავაზეთ, გადმოვწეროთ უკრაინული კანონი, რადგან ის ჩვენ ქვეყანასა და ვინმეს ინტერესებზე არ არის მორგებული. ვთქვით, ავიღოთ უკრაინული კანონი, ვთარგმნოთ, გადმოვწეროთ და მივიღოთ მინიმალური ადაპტირებით. მაშინვე შეშფოთდნენ, რადგან დაინახეს, რომ თუ ეს უკრაინული კანონი იქნება საქართველოში მიღებული, ის არ გავრცელდება ბიძინა ივანიშვილზე, ვისზეც ისინი საუბრობენ, მაგრამ გავრცელდება არაერთ პოლიტიკოსზე. მაგალითად ეს არის სააკაშვილი, რომელიც ოლიგარქის ნების ქვეშ ხვდება, ყველა კრიტერიუმით, ფორმალური მხარე ცალკე თემაა, მაგალითად ფინანსები მასზეა გაფორმებული თუ სხვაზე, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ის არის აშკარად ოლიგარქი. აქ ერთადერთი დასამტკიცებელი იქნება, ფინანსები მასზეა გაფორმებული თუ სხვაზე. ავიღოთ კეზერაშვილის მაგალითიც, სადაც 100 %-ით ვრცელდება უკრაინული კანონი კონკრეტულ პიროვნებაზე. მას აქვს გარკვეული თანხა, აქვს პირდაპირ გამოხატული გავლენა მედიაზე, მფლობელია ერთ-ერთი მედიასაშუალების. ასევე აფინანსებს სხვა მედიასაშუალებებს და მას აქვს პირდაპირი გავლენა პოლიტიკაზე, რასაც მისი თანაგუნდელებიც საუბრობენ. ოთხიდან სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც უკრაინული კანონის მიხედვით არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ის ოლიგარქად იყოს აღიარებული. მათ დაინახეს, რომ ივანიშვილზე კანონი არ ვრცელდება, ვერ გავრცელდება უკრაინული კანონი, მაგრამ გავრცელდება კეზერაშვილზე, „ჭუტაზე“ და ა.შ. მაშინვე არ მოეწონათ. მაშინვე დაიწყეს მათაც და მათმა „ენჯეოებმაც“ საუბარი იმაზე, რომ ეს კანონი არ უნდა იყოს მიღებული. თავიდან მოსწონდათ მათ ეს უკრაინული კანონი, ახლა აღარ მოსწონთ, იმიტომ, რომ დაიცვან კეზერაშვილი, „ჭუტა“ და ა.შ. ეს არის ამ შემთხვევაში მათი ერთადერთი მოტივაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ თემასთან დაკავშირებით თუ იქნება კონსენსუსი კანონის მიღებაზე, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ასეთი კანონი, ხოლო თუ იქნება კონსენსუსი კანონის არმიღებასთან დაკავშირებით, ჩვენ გავყვებით ამ კონსენსუსს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროკომისიის პრეზიდენტი: პუტინი ახლა თავის სისუსტეს აჩვენებს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობა და სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივა განვიხილეთ