ირაკლი კობახიძე – „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯები ერთმნიშვნელოვნად პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობაა

Read Time:38 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, არ დაესწრონ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას პარლამენტში პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობად აფასებს.

ამის შესახებ მან განცხადება პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც „ევროპული საქართველოს“ წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

„ეს ნაბიჯი, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯი, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა.  გახსოვთ თქვენ, ეს პოლიტიკური ძალები გვესაუბრებოდნენ წლების განმავლობაში ინსტიტუტის პატივისცემაზე. ერთმნიშვნელოვნად ეს არის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოდის. გამოსვლას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

 

სხდომათა დარბაზი დატოვეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა. განცხადება სხდომის დაწყებისას დეპუტატმა გიგა ბოკერიამ გააკეთა. ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებმა გუშინ განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და სხდომას არ დაესწრებიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
Next post სალომე ზურაბიშვილი – ჩემი ვიზიტებისას მიღების დონე, სითბო და ღიაობა განპირობებულია დღევანდელი საქართველოს მიღწევებით, მის მიმართ ნდობის ხარისხით