ირაკლი კობახიძე: დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე

Read Time:23 Second

კრისტიან დანიელსონის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე, – ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიას შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ბატონმა დანიელსონმა მხარეებს პოლიტიკური შეთანხმების პროექტი წარუდგინა.

„იმთავითვე მინდა აღვნიშნო, რომ დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე და მისი ჩატარების პირდაპირ თუ არაპირდაპირ შესაძლებლობაზე. ეს ფაქტი არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე მრავალგზის აღიარებული ჭეშმარიტების კიდევ ერთი დადასტურება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა
Next post კრისტიან დანიელსონმა საქართველოს მოქალაქეებს მიმართა