ირაკლი კობახიძე: ამბობენ, რომ მობილიზაციას გამოქცეული რუსები შეიძლება გახდნენ რისკ-ფაქტორი ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. საზოგადოებაც მიხვდება, რომ ეს არის სრული აბსურდი

Read Time:45 Second

ორჯერ აგორდა ეს კამპანია – მარტში და ზაფხულში – იმასთან დაკავშირებით, რომ ის რამდენიმე ათეული ათასი რუსი ტურისტი, რომელიც შემოსულია საქართველოში, შეიძლება გახდეს რისკ-ფაქტორი ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო უწყებები პროცესს სრულად აკონტროლებენ და რისკები არ არსებობს.

„დამთავრდა ტურისტული სეზონი, მარტმაც გადაიარა, აგვისტომაც – არაფერი. რასაც ვამტკიცებდით, ის დამტკიცდა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ის სპეკულაციური კამპანია და ისტერიკა, რომელიც ხელოვნურად იყო შექმნილი, ნულოვან საფუძველზე იყო დამყარებული. ახლა ამ ისტერიკის მესამე ტალღას ვხედავთ. ამბობენ, რომ მობილიზაციას გამოქცეული რუსები შეიძლება გახდნენ რისკ-ფაქტორი ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. საზოგადოებაც მიხვდება, რომ ეს არის სრული აბსურდი. ამას ხომ არავითარი საფუძველი არ აქვს. სახელმწიფო სტრუქტურები აკონტროლებენ ყველაფერს და სახელმწიფო უსაფრთხოება არის საიმედო ხელში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ამ კამპანიის ავტორების მთავარი ამოცანა არის სამართალდამცავი უწყებების შერყევა, რადგან მათ იციან, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს საყრდენი სწორედ ეს სტრუქტურებია – შსს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა მელია – ახლა ოპოზიციას იმდენად დიდი უპირატესობა აქვს, რა ტიპის არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდება
Next post სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ რისკავს, გახდეს ომის მონაწილე მხარე