თეა წულუკიანი: უპასუხისმგებლო, ხელმოცარულმა ოპოზიციამ იფიქრა, თუ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას გაეთიშებოდა, „ქართულ ოცნებას“ დააზიანებდა, სინამდვილეში, ოპოზიციაში საკუთარ ქვეყანას ჩაუდგნენ და ევროპულ მომავალს დაუპირისპირდნენ

Read Time:1 Minute, 0 Second

„კიდევ ერთხელ, სახეზეა უპასუხისმგებლო, პოლიტიკურად ხელმოცარული ოპოზიცია, რომელმაც იფიქრა, რომ თუ პოლიტიკური უმრავლესობის მიერ, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს გაეთიშებოდა, ამით დააზიანებდა „ქართულ ოცნებას“. სინამდვილეში, ისინი ოპოზიციაში ჩაუდგნენ არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საკუთარ ქვეყანას მორიგჯერ და მორიგჯერ დაუპირისპირდნენ თავიანთი ამ უპასუხისმგებლო პოზიციით ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – აცხადებს ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ოპოზიცია საკუთარ შეცდომებს აღიარებს და საპარლამენტო მუშაობას შეუერთდება, რადგან ქვეყნისთვის მხოლოდ ამ გზით შეიძლება წარმატების მიღწევა.

„მათ მიიღეს მოწოდებები ბრიუსელიდან, რომ მათი ქცევა უპასუხისმგებლოა და ახლა ცდილობენ, ეს როგორღაც გამოასწორონ, მაგრამ დამოუკიდებლად მათი მუშაობის პერსპექტივა არ მესმის რას ნიშნავს, რადგან კანონები მუშავდება იმ საკანონმდებლო ორგანოში, სადაც არის, როგორც ოპოზიცია, ასევე უმრავლესობა. შესაბამისად, მხოლოდ ერთობლივი პროცესით არის შესაძლებელი წარმატების მიღწევა. ამიტომ, კარგი იქნება თუ მათ არ შერცხვებათ და იტყვიან, რომ აქამდე ხელმოცარულ პოლიტიკას აწარმოებდნენ, აღიარებენ საკუთარ შეცდომას ღიად ან ჩუმად და შეუერთდებიან უმრავლესობას პარლამენტში, რომ ის პროცესი წარმატებით დაგვირგვინდეს უმრავლესობასთან ერთად. ეს პროცესი საკმაოდ წარმატებით მიჰყავს ჩვენს საპარლამენტო უმრავლესობას. თუ ვინმეს ამის დანახვა უნდა, ხედავს კიდეც და ამის მაგალითია არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მსჯელობის პროცესშია ან დამტკიცებულია პარლამენტში, მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი, რომელზეც სათქმელი არავის არაფერი აქვს, თუ არ ჩავთვლით დესტრუქციულ რიტორიკას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზელენსკი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში ჩავიდა
Next post დიმიტრი ხუნდაძე “სტრატეგია აღმაშენებელზე”: სირცხვილი პოლიტიკური მათხოვრობაა, რასაც ისინი სჩადიან