თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა

Read Time:21 Second

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის მზად არიან.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობაში დეზინფექციის სამუშაოები ჩატარდა.

„სპეციალური სითხით დამუშავდა, როგორც სააღმზრდელო ოთახები, ასევე, სველი წერტილები, სამზარეულო ბლოკები, საწყობები და ღია დერეფნები.

თბილისის ბაღებში ზამთრის არდადეგები დასრულდა და სააღმზრდელო პროცესი 21 იანვარს განახლდება“, – აღნიშნულია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გრიპის ვირუსის გამო, სკოლებსა და ბაღებში ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდა. სასწავლო პროცესი ხვალ განახლდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორემ ქაშვეთის ეკლესიაში დიდ დიღომში აფეთქებისას დაღუპულებისთვის პანაშვიდი გადაიხადა
Next post რატომ არის ბებიასთან სიახლოვე ბავშვისთვის კარგი?