ილია მეორემ ქაშვეთის ეკლესიაში დიდ დიღომში აფეთქებისას დაღუპულებისთვის პანაშვიდი გადაიხადა

Read Time:21 Second

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თბილისში, ქაშვეთის ეკლესიაში დიდ დიღომში აფეთქების დროს დაღუპულებისთვის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი ამ წუთებში მიმდინარეობს. ტაძარში შეკრებილი არიან დაღუპულების ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები. ქაშვეთის ეკლესიაში იმყოფება თბილისის მერი, კახა კალაძე.

გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი ნიკოლოზი და ნინო ციცვიძე ქაშვეთის ტაძარში გუშინ გადაასვენეს.

ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ.

დიდ დიღომში აფეთქება 16 იანვარს მოხდა. შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა რვა ადამიანი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისის მერს გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე „ვეფხისტყაოსნის ტყის“ გაშენებას სთავაზობენ
Next post თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა