თბილისის მერს გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე „ვეფხისტყაოსნის ტყის“ გაშენებას სთავაზობენ
პროექტ “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში მოქალაქე თბილისის მერს გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე, რომელიც ახლა დაკონსერვებულია, ტყის გაშენებას სთავაზობს, რომელსაც “ვეფხისტყაოსნის ტყე” დაერქმევა.
როგორც ავტორი იდეის აღწერაში წერს, ერთის მხრივ ეს სამართლიანი იქნება გლდანელებისთვის, მეორეს მხრივ კი ქალაქისთვის ქარსაცავი ზოლი და ბუნებრივი ფილტვები იქნებოდა. “რაკი არ გვაქვს “ვეფხისტყაოსნის” მუზეუმი ან რაიმე მონუმენტური ძეგლი, “ვეფხისტყაოსნის” ტყის დაარსება შეიძლება კარგი სტარტი აღმოჩნდეს მსგავსი იდეების განხორციელებისთის”, -წერს ავტორი.
მისი თქმით, პროექტს რამდენიმე დადებითი მხარე ექნება, მათ შორის: ქალაქისთვის სუფთა ჰაერი; “ვეფხისტყაოსნის” პოპულარიზაცია; ტურისტული ადგილის შექმნა; მიმდებარე სივრცის ათვისება და ქალაქის ამ ნაწილის შემდგომში ურბანული განვითარება; განაშენიანება მოხდებოდა მოსახლეობის მიერ, რაც მოქალაქეებში “საკუთრების” განცდას შექმნის.
იდეის ავტორი აღწერასთან ერთად მერიას ვიდეოსაც სთავაზობს, რომელშიც მსგავსი პროექტის წარმატებული მაგალითებია მოყვანილი.
იდეისთვის ხმის მიცემა 2019 წლის 18 მარტამდეა შესაძლებელი.
პროექტ “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში ერთ-ერთი იდეა უკვე განხორციელდა. კერძოდ, დეკემბერში თბილისის რამდენიმე ადგილზე მიუსაფარი ძაღლებისთვის კვების აპარატები დაიდგა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რუსთავის N23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს....
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. „გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო...