თამარ გაბუნია: ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად აკეთებს რესურსის მობილიზებას, რომ კლინიკებს ანაზღაურება არ დაუგვიანდეთ

Read Time:33 Second

თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად აკეთებს რესურსის მობილიზებას, რომ კლინიკებს ანაზღაურება არ დაუგვიანდეთ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კოვიდმიმღები კლინიკების ანაზღაურება ორ ნაწილად ხორციელდება – ერთი ეს არის ფიქსირებული ანაზღაურება, ყოველთვიურად, რომელიც მათ მობილიზებული საწოლფონდის რაოდენობის მიხედვით აქვთ, იმის მიუხედავად დატვირთულია თუ არა საწოლფონდი, ეს არის ფიქსირებული ანაზღაურება და მეორე ნაწილი ანაზღაურების, რომელიც შედარებით მეტ დროს საჭიროებს, ვიდრე მისი გადახდა ხდება და ანაზღაურდება დადგენილების მიხედვით განსაზღვრულ ვადებში.

ეს არის ხშირად კოვიდკლინიკების წუხილის თემა. ჩვენ მათთან ამ თემაზე ბოლო პერიოდში არაერთი კონსულტაცია გვქონდა. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად აკეთებს რესურსის მობილიზებას იმისთვის, რომ სწრაფად დამუშავდეს მონაცემები და კლინიკებს ანაზღაურება არ დაუგვიანდეთ. ჯერჯერობით, ეს ანაზღაურება დადგენილების ფარგლებში ხდება“, – განაცხადა თამარ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: გერმანელი კოლეგების სურვილია საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგეს თანამშრომლობა და ამას მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას
Next post ირაკლი კობახიძე: ძალიან დიდი პოტენციალია, რომ საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს და განვითარდეს