ირაკლი კობახიძე: ძალიან დიდი პოტენციალია, რომ საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს და განვითარდეს

Read Time:28 Second

შეხვედრები გვქონდა გერმანელ პარლამენტარებთან, ბუნდესტაგის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, ბუნდესტაგის თავმჯდომარის მოადგილესთან. ჩვენ შევეხეთ ყველა თემას, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, შიდა პოლიტიკურ პროცესებს, რეგიონში არსებული ვითარებას და ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, – ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის. ძალიან დიდი პოტენციალია, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს და განვითარდეს. ამისთვის ძალიან კარგი საფუძველი არსებობს. ამ შეხვედრებმაც შექმნა დამატებითი საფუძველი კონკრეტულ სფეროებში გვქონდეს შემდგომი წინსვლა“, – განაცხადა კობახიძემ.

ქართული დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ გაბუნია: ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად აკეთებს რესურსის მობილიზებას, რომ კლინიკებს ანაზღაურება არ დაუგვიანდეთ
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში, რასაც კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრა და მშვიდობიანი მოლაპარაკებები სჭირდება