ზურაბ აბაშიძე: „შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად გავაგრძელებთ მთაწმინდის რაიონის განვითარების შეუქცევად პროცესს“

Read Time:41 Second

მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე იაშვილის, ბერიძის, ჩაიკოვსკისა და ჭონქაძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივ მცხოვრებლებთან მთაწმინდის რაიონის განვითარების გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილა და უბნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით მათი პოზიციები მოისმინა.

ზურაბ აბაშიძე: „შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად გავაგრძელებთ მთაწმინდის რაიონის განვითარების შეუქცევად პროცესს, რაც, ავარიული შენობების ჩანაცვლებასა და ინფრასტრუქტურის განახლებასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანს – ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნას და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვას გულისხმობს.“

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, მოსახლეობის ჩართულობით და ერთობლივი ძალებით მთაწმინდის რაიონში ვითარება აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ: მოეწყობა სკვერები, განახლდება ინფრასტრუქტურა, აშენდება სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოები.

მოსახლეობასთან შეხვედრაში მონაწილეობა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიგა ახვლედიანმა და საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ლევან აბაშიძემაც მიიღეს.

ზურაბ აბაშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს მომავალშიც რეგულარულად გააგრძელებს და ეტაპობრივად მთაწმინდის რაიონის ყველა ქუჩაზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნობა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თავდაცვის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცალსახად მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციასა და პოლიტიზირებას
Next post თორნიკე რიჟვაძე: სააკაშვილს თავისი დანაშაულებიდან გამომდინარე, არ მგონია ქართული მიწა ეღირსოს, მაქსიმუმ ქართული ციხე დახვდება