ზაქარია ქუცნაშვილი ოპოზიციას – 9 წელი ხომ იყავით, 9 კანონი მაინც დამისახელეთ, რომელიც ხალხისთვის იყო გაკეთებული – თქვენ მხოლოდ წყევლა-კრულვა გეხერხებათ

Read Time:44 Second

თუ თქვენ მოიყვანთ ერთ კანონსაც კი, რომელიც უკეთესი იყო ხალხისთვის და ჩვენ გავაფუჭეთ, მე ბოდიშს მოვიხდი და მხარს დაგიჭერთ, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ოპოზციის წევრებს, რომლებმაც იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის საქმიანობა გააკრიტიკეს.

როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას მხოლოდ წყევლა-კრულვა ეხერხება.

„9 წელი ხომ იყავით, 9 კანონი მაინც დამისახელეთ, რომელიც ხალხისთვის იყო გაკეთებული. დამისახელეთ სფეროებში – შრომითი ურთიერთობის, სისხლის სამართლის, სამოქალაქო სფეროში. მოიყვანეთ ეს 9 კანონი, თქვენ რა გააკეთეთ ხალხისთვის და მერე ვილაპარაკოთ, რომ ეს ხალხი ცუდები არიან და მე დაგიჭერთ მხარს. მაგალითები არ გაქვთ, მხოლოდ წყევლა-კრულვა გეხერხებათ და სიძულვილი არ გაკლიათ. ამ გარემოში, სადაც არგუმენტები დავიწყებულია და წყევლა-კრულვაა წინ წამოსული, ძნელია ემოციების გარეშე საუბარი, მაგრამ ჩვენ ხალხი გვიყურებს და იმედი მაქვს, კანონებით შეფასდება თითოეული ჩვენგანის მუშაობა, კანონები იქნება ობიექტური მსაჯული იმისა, ვინ ვარგა და ვინ არ ვარგა“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უკვე მეორე დღეა უსმენენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა
Next post გიორგი კეკელიძე – აქცია აჩუქე წიგნი