ვიქტორ ყიფიანი Credit Suisse-ის საქმეზე: ჩვენი არცერთი განცხადება არ იყო ფარატინა ქაღალდი, აზრს, ფაქტს ან არგუმენტს მოკლებული – შემდგომი განცხადებებიც კონკრეტული ფაქტებითა და არგუმენტებით გაჯერებული იქნება

Read Time:33 Second

ვინაიდან ჩვენი მხარე თანხმდება, რომ ბანკის მხრიდან გარკვეული მოქმედებები არის სამართლის სფეროდან პოლიტიკაში გადასული, ჩვენ შეგვიძლია გავაიგივოთ, რომ ბანკის მოქმედებებთან დაკავშირებულია გარკვეული პოლიტიკური ინტერესები, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ Credit Suisse-ის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„წარსულში ჩვენი არცერთი განცხადება არ იყო ფარატინა ქაღალდი, აზრს, ფაქტს ან არგუმენტს მოკლებული განცხადება. შემდგომი განცხადებებიც იქნება გაჯერებული კონკრეტული ფაქტებითა და არგუმენტებით. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტობრივი მასალა, შევჯერდებით და შევჯერდებით იმგვარად, რომ ყოველი ასეთი გამოსვლა საინფორმაციო ველში იყოს მაქსიმალურად წონადი. ხანდახან მექმნება წარმოდგენა, რომ ჩვენ უფრო მეტად ვუფრთხილდებით ამ საფინანსო ინსტიტუტის რენომეს, ვიდრე თვითონ ბანკის ხელმძღვანელობა. ამით ანგრევს არა მარტო საკუთარი ინსტიტუტის რენომეს, არამედ მთლიანად, შვეიცარიის სახელმწიფოს რეპუტაციას“, – აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვიქტორ ყიფიანი: ბერმუდას აპელაციამდე გარკვეული კომუნიკაცია შედგა ივანიშვილის მხარესა და ბანკის ახალ ხელმძღვანელობას შორის – ეს იყო თითქოსდა იმის ჩვენება ბანკის მხრიდან, რომ ისინი მზად იყვნენ მოსარიგებლად
Next post ლევან ხაბეიშვილი – უახლოეს პერიოდში რატი ბრეგაძეს გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, ამაში დარწმუნებული ვარ, თუ უნდა, მუქარად მიიღოს