ვიქტორ ყიფიანი: ბერმუდას აპელაციამდე გარკვეული კომუნიკაცია შედგა ივანიშვილის მხარესა და ბანკის ახალ ხელმძღვანელობას შორის – ეს იყო თითქოსდა იმის ჩვენება ბანკის მხრიდან, რომ ისინი მზად იყვნენ მოსარიგებლად

Read Time:33 Second

ბერმუდას აპელაციამდე გარკვეული კომუნიკაცია შედგა ივანიშვილის მხარესა და ბანკის ახალ ხელმძღვანელობას შორის. ეს იყო თითქოსდა იმის ჩვენება ბანკის მხრიდან, რომ ისინი მზად იყვნენ სამომრიგებლოდ. გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდა, შემდეგ ეს პროცესი შენელდა ბანკის მოსაზრებით, რომ ჯერ შედგეს ბერმუდაზე აპელაცია და შემდეგ დავუბრუნდეთ ამ საკითხსო, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

„ბერმუდაზე აპელაციის მიმდინარეობამ ფაქტობრივად გაართულა პროცესი და განხილვის შემდეგ, ფაქტობრივად შეჩერდა. როდესაც ჩვენ აკრძალულ ილეთებზე ვსაუბრობთ, არამარტო პირდაპირი კანონდარღვევაა, ეს არის გარკვეული თვალთმაქცობა ბანკის მხრიდან. სინგაპურში, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, როდესაც მან თქვა თავის გამოსვლაში, რომ განგსტერულ მოქმედებებს ფარდა აეხადა, სწორედ რომ სასამართლოს თვალში თვალთმაქცურად იმიჯის შესანარჩუნებლად, ბანკმა უკვე სინგაპურის პროცესის განმავლობაში გადმოდგა გარკვეული ნაბიჯები“, – აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: შიდაპარტიულ არჩევნებამდე სააკაშვილმა მერაბიშვილ-კეზერაშვილზე და მათი ხელის ბიჭ ხაბეიშვილზე დარტყმა გადაწყვიტა და ისეთი აღიარება მიაყოლა, ბოლო ეჭვიც გაფანტა, რომ ის არ ჩამოსულა საკუთარი ნებით
Next post ვიქტორ ყიფიანი Credit Suisse-ის საქმეზე: ჩვენი არცერთი განცხადება არ იყო ფარატინა ქაღალდი, აზრს, ფაქტს ან არგუმენტს მოკლებული – შემდგომი განცხადებებიც კონკრეტული ფაქტებითა და არგუმენტებით გაჯერებული იქნება