ვახტანგ მეგრელიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შარლ მიშელის შეთანხმებას დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეუერთდეს

Read Time:27 Second

ოპოზიციონერი დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შარლ მიშელის შეთანხმებას დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეუერთდეს.

როგორც ჟურნალისტებს მეგრელიშვილმა განუცხადა, ოპოზიცია შანსი აქვს, „ქართული ოცნების“ შეცდომა და თავისი სიტყვის გატეხვა გამოიყენოს.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ ცალმხრივად გასვლას ოპოზიციამ კოორდინირებულად უნდა უპასუხოს.

„ეს უნდა მოხდეს არა გამწვავებისა და ქუჩაში გავარდნის მიმართულებით, არამედ საერთაშორისო მხარდაჭერა უნდა შევინარჩუნოთ, რომელიც დაგვრჩება, თუ ამ შეთანხმების მხარეს დავრჩებით. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებდი, შეთანხმებას დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეუერთდეს. რამდენადაც ვიცი, არც ერთი ოპოზიციური პარტია რომელიც ამ შეთანხმების ნაწილი იყო თავის ინიციატიცით არ აპირებდა ამ შეთანხმების დარღვევას”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ თუშიშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია
Next post თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს