ვასილ გველესიანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ჩვენი იმედი და იმის განცდა, რომ იგეგმება და კეთდება, ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მოგვარებაც აუცილებელია

Read Time:29 Second

„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი ქალაქის
ტერიტორიაზე შეხვედრებს განაგრძობს. მერობის კანდიდატი, საკრებულოს
თავმჯდომარესთან და დეპუტატობის კანდიდატთან ერთად დღეს მეგობრობის ქუჩისა
და კვალითის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„დღეს, ქალაქის ტერიტორიაზე მეგობრობის ქუჩისა და კვალითის დასახლების
მოსახლეობას ვესტუმრეთ. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე
ვახტანგ ღამბაშიძე და დეპუტატობის კანდიდატი უჩა ჩუბინიძე.
საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას
ჰქონდეს ჩვენი იმედი და იმის განცდა, რომ იგეგმება და კეთდება, ყველა ის
მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მოგვარებაც აუცილებელია.
მოსახლეობის თქმით, მთავარ პრობლემას საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა
წარმოადგენს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, უახლოეს
მომავალში მოვაგვარებთ“- განაცხადა ვასილ გველესიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაკა ბოჭორიშვილი: ევროპელი პარტნიორები მოელიან, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით
Next post „ქართული ოცნება“: „ტვ პირველი“ ამტკიცებდა, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანები საჯარო მოხელეები არიან, სინამდვილეში ისინი შპს „ლუმას“ წარმოადგენენ