მაკა ბოჭორიშვილი: ევროპელი პარტნიორები მოელიან, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით

Read Time:30 Second

სტრასბურგში ვხვდებით ევროპარლამენტარებს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან. ვხვდებით იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით და ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევებით, – ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განუცხადა.

„გვაქვს ძალიან კარგი დისკუსიები საქართველოსთან მიმართებაში. ველოდებით საქართველოში ევროპარლამენტის დელეგაციას ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც ერთგვარი გამონაკლისია და ასევე აჩვენებს, რომ ევროპარლამენტის მხრიდან არის დიდი ინტერესი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან მიმართ. ჩვენი პარტნიორები პირველ რიგში მოელიან, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, შესაძლებელი იქნება ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურება და ყურადღების მთელი კონცენტრაცია მოვახდინოთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, მომავალ ნაბიჯებზე“,- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: გახარიას შესასრულებლად გაუგონარი დავალებაც მოუცია ჩემთვის – ვუპასუხე, რომ ეს ვერ შესრულდება
Next post ვასილ გველესიანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ჩვენი იმედი და იმის განცდა, რომ იგეგმება და კეთდება, ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მოგვარებაც აუცილებელია